რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სქართველოს მეზობელ ქვეყნებში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“ 391 ადამიანს დაუდასტურდა. საერთო ჯამში კი, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით 385 ადამიანი გარდაიცვალა.
36 000-ს აღემატება ინფიცირებულთა რიცხვი სომხეთში. სადაც ლეტალური შემთხვევების რიცხვი 688-ს აღწევს.
902-ით გაიზარდა თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი და დღეისათვის 222 402-ს შეადგენს.
790 000 ინფიცირებულია რუსეთში. გარდაცვლილია 12 745 ადამიანი.