COVID-19 - ვითარება რეგიონში

რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სქართველოს მეზობელ ქვეყნებში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“ 391 ადამიანს დაუდასტურდა.  საერთო ჯამში კი, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით 385 ადამიანი გარდაიცვალა.

36 000-ს აღემატება ინფიცირებულთა რიცხვი სომხეთში. სადაც ლეტალური შემთხვევების რიცხვი 688-ს აღწევს.

902-ით გაიზარდა  თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი და დღეისათვის 222 402-ს შეადგენს.

790 000 ინფიცირებულია  რუსეთში. გარდაცვლილია 12 745 ადამიანი.

დატოვე კომენტარი