COVID-19 - ვითარება რეგიონში

აზერბაიჯანში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, ქვეყნის რვა დიდ ქალაქში, 5 ივლისამდე მკაცრი კარანტინი მოქმედებს. დახურულია რესტორნები და სილამაზის სალონები. მოქალაქეებს სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ ორი საათით აქვთ.

სომხეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 418 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 ადამიანი. ამჟამად სომხეთში კოვიდინფექციის მკურნალობას განაგრძობს 10 000-ზე მეტი ადამიანი.

ვირუსის ახალი შემთხვევების მატება აღინიშნება თურქეთშიც, სადაც ბოლო დღე-ღამეში 1212 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 24 ადამიანი.  რუსეთში კი ვირუსი 7400 ადამიანს დაუდასტურდა.  რუსეთის დედაქალაქში დღეიდან თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმდება. ხვალ მოსკოვში 9 მაისის აღსანიშნად საზეიმო სამხედრო აღლუმი გაიმართება, რომელის ჩატარებაც მანამდე ვირუსის ეპიდემიის გამო გადაიდო.