ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 109 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ერთი კოვიდდადასტურებული პაციენტი გარდაიცვალა. ოკუპირებული რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 251 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან 28 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ბოლო 24 საათში გაგრის კოვიდცენტრში ერთი კოვიდდადასტურებული პაციენტი, 83 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაცვალების 108 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 6 726 ადამიანი. სულ პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8459 შემთხვევაა დაფიქსირებული.