COVID-19 - ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 85 პირს დაუდასტურდა.  ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში საერთო ჯამში 135 პაციენტი მკურნალობს. მათგან 27-ს მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 81 ადამიანია გარდაცვლილი. გამოჯანმრთელდა 3 678 პაციენტი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 5 883-ს შეადგენს.