117-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა ოკუპირებულ აფხაზეთში. ტესტირება სულ 371 ადამიანს ჩაუტარდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 141 პაციენტი მკურნალობს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა. სულ კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინფიცირების 3 567 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 1 355 ადამიანი, გარდაიცვალა 33 პირი.