COVID 19 - ვითარება მსოფლიოში 

ბოლო ერთ კვირაში სიტუაცია საგრძნობლად დამძიმდა მთელ მსოფლიოში.

განსაკუთრებით მძიმე სურათია პოლონეთში, სადაც საველე ჰოსპიტალების მოწყობა დაიწყეს. საგანგაშო პროგნოზს აკეთებს ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი. უკონტროლო გავრცელებაა ჩეხეთში, სადაც ჰოსპიტალური სექტორი მზარდ ნაკადებს ვეღარ უმკლავდება და ქვეყნიდან წასულ მედიკოსებს დასახმარებლად მიმართავს. დღიური მაჩვენებლები მკვეთრად გაიზარდა რუსეთში, ასევე ირანში. მძიმე სტატისტიკის მქონე ქვეყნები მეორე ტალღას წერტილოვანი დარტყმებით ებრძვიან.