მეორე ტალღის ფონზე ევროპის ქვეყნები ევროკავშირიდან გაფრთხილებას იღებენ.
ჯანდაცვის ევროკომისრის პროგნოზები დღეს მძიმე მოსასმენი იყო. ყოველდღიური მზარდი ციფრების ფონზე სტელა კირიაკიდესი ევროპის ქვეყნებს საკონტროლო ზომების მისაღებად მზადყოფნისკენ მოუწოდებს. უმძიმესი ვითარებაა ჩეხეთსა და ესპანეთში, სადაც ჰოსპიტალური სექტორი დატვირთვას ვეღარ უძლებს. „პანდემიის დასასრული ჯერ შორსაა“, – ასეთია დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრის ხელმძღვანელის გზავნილი.
ევროპაში შემთხვევების მკვეთრი მატება სექტემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო, რის გამოც რამდენიმე ქვეყანა შეზღუდვების რეჟიმს უბრუნდება.