COVID 19 - ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მძიმე სურათი დღეს ისრაელშია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 6 000-ზე მეტი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. პარასკევის შემდეგ ადგილზე მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. მთავრობის საგანგებო შეხვედრის შემდეგ გადაწყდა ზომების კიდევ უფრო გამკაცრება. ევროპაში რიცხვები ასევე ყოველდღე მატულობს. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ძველი რეგულაციები ბრუნდება. მეორე ტალღის შეკავებას ანალოგიური ტაქტიკით აპირებენ ევროპის სხვა ქვეყნებიც. ამერიკის მთავარმა ეპიდემიოლოგმა კი დღეს ის სამი ადგილი დაასახელა, რომლებიც მისი აზრით, ვირუსის სწრაფად გავრცელებას უწყობს ხელს.