COVID-19 საგანგებო - პირველი არხის ცხელი ხაზი 24/7-ზე

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ დღეიდან ახალი ფორმატით გადის ეთერში. „Covid-19 საგანგებო“ პირველი არხის ყველა პლატფორმაზე – ტელევიზია, რადიო, ვებპლატფორმა, ფეისბუქი – ორი საათის განმავლობაში მაყურებელს კორონავირუსთან დაკავშირებით მიაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ამასთან, დღეიდან მოქმედებს საქართველოს პირველი არხის უფასო ცხელი ხაზი 24/7-ზე – 240 90 01 და 240 90 03. ცხელ ხაზზე მაყურებლისა და მსმენელისგან მიღებულ ყველა შეკითხვას მარი მალაზონია მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად გადამოწმებული ინფორმაციით უპასუხებს. არ გამოტოვოთ ყოველდღე, დილის 10:00-დან 12:00 საათამდე უწყვეტი ორი საათის განმავლობაში ქვეყნის ყველაზე კომპეტენტური რჩევები პირველი არხის ყველა პლატფორმაზე.