დედაქალაქში ინფიცირებულებიდან ორი ახალი პაციენტი დაემატა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, სადაც ამჟამად 53 პირი მკურნალობს. თბილისის ინფექციურს კი 40 ინფიცირებული ჰყავს. მათგან ერთი კრიტიკულია, საყურადღებოა კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობაც, რომელსაც მძიმე პნევმონია აქვს.
ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 635 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გამოჯანმრთელდა 309, გარდაცვლილია ათი პაციენტი.