პრეპარატი, რომელმაც კოვიდ-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი შესაძლოა შეამციროს.
საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი მედიკამენტის კვლევაში ერთვება. ისრაელში შექმნილმა „ეგზო სიდი 24“-მა 3-ფაზიანი კვლევების პროცესში საშუალო და მძიმე ფორმებით მიმდინარე დაავადების დროს უკვე აჩვენა საკმაოდ დიდი ეფექტი. წამალი „კოვიდ-19“-ით გამოწვეული და ხშირ შემთხვევაში ლეტალურად დასრულებული ციტოკინური შტორმის პრევენციას ახდენს. პირველი სამედიცინო დაწესებულებები, სადაც კლინიკური კვლევები დაიწყება, სავარაუდოდ, თბილისის ინფექციური და რესპუბლიკური საავადმყოფოები იქნება. ინფექციონისტების პროგნოზები საკმაოდ ოპტიმისტურია. პრეპარატის ერთ-ერთი შემქმნელი თბილისშია და ქართველ კოლეგებს საკუთარი ქვეყნის გამოცდილებას უზიარებს.