„კოვიდ 19“-ის პანდემიის ფონზე მსოფლიო მასშტაბით ცალკეული ქვეყნები შეზღუდვების მოხსნის სქემაზე აქტიურად იწყებენ ფიქრს.
საბერძნეთი, რომელიც ევროპის მასშტაბით ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითად იქცა, ზაფხულში ტურისტების მიღებას გეგმავს. საერთაშორისო მგზავრობის და ტურისტული სექტორის დახმარებას ითხოვენ გერმანიაში, საერთაშორისო მიმოსვლა, დიდი ალბათობით, 14 ივნისამდე არ აღდგება. სწორედ გერმანიაში, ასევე აშშ-ში ფარმაცევტული კომპანია „ფაიზერი“ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას იწყებს. თუ კვლევა წარმატებით დასრულდება, ახალ ვაქცინაზე წვდომა წლის ბოლომდე უკვე მილიონობით ადამიანს ექნება.