„აიარაის“ კვლევაში საქართველოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სახელდება კოვიდ-პანდემია.
ქვეყანა მესამე ტალღის ზღვარზეა. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რამდენიმე რეგიონში გაჩენილმა კლასტერებმა და ლოკალურმა ეპიდ-აფეთქებებმა მკვეთრად გააუარესა, რის გამოც კორონავირუსის მასობრივი და უკონტროლო გავრცელების დიდი რისკია. ბოლო პერიოდში პირველად ინფექციის გავრცელების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3%-ს უახლოვდება, მაშინ როცა თებერვლის მერე ეს მონაცემი 2%-ს ქვემოთ იყო. ამ ეტაპზე მასშტაბური შეზღუდვები და ქვეყნის ჩაკეტვა არ განიხილება, თუმცა მოსახლეობის მხრიდან რეგულაციების დაუცველობის შემთხვევაში გამორიცხული არ არის. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონებში, სადაც პირბადეების ტარების მხოლოდ ერთეული შემთხვევებია. გაუარესებული მაჩვენებლების ფონზე დაბალია ვაქცინაციის ტემპი. სამ კვირაში აცრილია მხოლოდ 11 000 ადამიანი, რიგს ელოდება 20 000-მდე პირი.