მზარდია ინფიცირებულთა მაჩვენებელი ოკუპირებულ აფხაზეთშიც, სადაც ბოლო 24 საათში, ვირუსის 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ერთი ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპული 60 წლის ქალია, რომელიც პირველი ოქტომბრიდან გუდაუთის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 1 659 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული 602 და დაღუპულია 13 ადამიანი.