ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 230 ადამიანს ჩაუტარდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 158 ინფიცირებული პაციენტი რჩება, მათგან 21-ის მდგომარეობა მძიმეა. დღევანდელი მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 257 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 829 პაციენტი, 21 კი გარდაიცვალა.