შეიარაღებული თავდასხმები საფრანგეთში ერთთვიანი კარანტინის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე მოხდა. ქვეყანა კოვიდ-19-ის პანდემიის მეორე ტალღამ ევროპაში ყველაზე მეტად დააზარალა, რის გამოც, ხვალიდან მკაცრი ზომები ამოქმედდება, მოქალაქეები კი, გადაადგილების დროს სპეციალური საშვებით იმოძრავებენ. პრაქტიკულად, საკარანტინო რეჟიმზე გადადის გერმანიაც, რის გამოც, იზრდება შიდა პოლიტიკური უთანხმოება. კორონავირუსით ინფიცირებულთა საგანგაშო მაჩვენებლების ფონზე მიღებული გადაწყვეტილების გამო, მერკელი ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე ხდება. საველე ჰოსპიტლებს აწყობენ ჩეხეთში. თითქმის ყველა ქვეყნის კლინიკებში საწოლებისა და ადამიანური რესურსის დეფიციტია, რის გამოც, ჯანდაცვის სისტემის დასახმარებლად, პენსიაზე გასული მედიკოსების და მოხალისეების მობილიზება ხდება.