მეორე ტალღასთან საბრძოლველად მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ ახალი შეზღუდვების ამოქმედება გადაწყვიტა.
კომენდანტის საათი დაწესდება იტალიის ლომბარდიის რეგიონში, რომელიც მარტში დაავადების გავრცელების ეპიცენტრში აღმოჩნდა. საგანგებო მდგომარეობის შემოღებას აპირებენ ესპანეთშიც. ბოლო 24 საათში კოვიდ-ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა რუსეთსა და ირანში. თურქეთში კი ბოლო დღე ღამეში ვირუსის 2 000-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს. რთული მდგომარეობაა უკრაინაშიც, კიდევ უფრო მძიმეა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს უახლოესი პერიოდის პროგნოზი. წინა კვირებთან შედარებით, თითქმის ყველა ქვეყანაში დღიური მაჩვენებლები მკვეთრად იმატებს.