სწორედ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით ხვდება მსოფლიოს ქრისტიანთა ნაწილი შობას.
ბეთლემსა და ვატიკანში, სადაც წელიწადის ამ დროს, როგორც წესი, ათასობით ტურისტი და მომლოცველი იყრის თავს, ამჯერად უჩვეულო სიცარიელეა. მაცხოვრის შობის ტაძარსა და ვატიკანში რელიგიური ღვთისმსახურება დამსწრეთა შეზღუდული რაოდენობით აღევლინება. ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე ევროპის ქვეყნები შეზღუდვებს კიდევ უფრო ამკაცრებენ და სწორედ ამ გზით ცდილობენ პანდემიის მესამე ტალღის თავიდან აცილებას. დიდ ბრიტანეთში გავრცელებულმა კორონავირუსის ახალმა შტამმა გაცილებით მკაცრი ზომების მიღება გახადა საჭირო.