ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმედ რჩება. ის მედიკოსების დაკვირვების ქვეშ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ექიმ ნიკოლოზ კვაჭაძის ინფორმაციით, გუშინ ცოტნე გამსახურდიას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა, სადაც მცირედ დადებითი დინამიკა შეიმჩნევა, მისივე თქმით პაციენტი არ საჭიროებს რაიმე ტიპის ქირურგიულ ჩარევას და მკურნალობის მოცულობაც იგივე რჩება.
რაც შეეხება პაციენტის უცხოეთში გადაყვანას, ექიმის თქმით, ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კლინიკა ოჯახს მაქსიმალურად დაეხმარება.