ცოლის მკვლელობისათვის დაკავებულ მამაკაცს, ბრალს დაახლოებით ერთ საათში წაუყენებენ. ადვოკატის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარე, შესაძლოა ამ შუამდგომლობას დაეთანხმოს. ამასთან, უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მომხდარ ფაქტს ვერ იხსენებს.