ცოლის მკვლელობისათვის დაკავებულ მამაკაცს, ბრალი ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ წარუდგინეს. 38 წლის კაცს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ, განზრახ მკვლელობას ედავებიან. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მომხდარს ვერ იხსენებს.
გახმაურებული საქმის შესახებ ვრცლად გიორგი კობერიძე პირდაპირ ეთერში ისაუბრებს.