სადავო კანონპროექტმა საკმარისი ხმები ვერ მიიღო.
პარლამენტში მწვავე პოლიტიკური დებატები დასრულდა.
ინიციატივას, რომლის ჩავარდნის შემთხვევაში ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ გამორიცხავდნენ, მხოლოდ 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კენჭისყრამდე სადავო პროექტის ავტორები ცდილობდნენ, თანაგუნდელები დაერწმუნებინათ, რატომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე შეჩერება. თუმცა უმრავლესობის უმრავლესობა პროექტს ისევ არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.
მათგან გასხვავებით, ინიციატივას ეთანხმება ოპოზიცია. სწორედ ამ კონტექსტში დღეს ირაკლი კობახიძემ კანონპროექტის რამდენიმე ავტორს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირებზეც კი მიუთითა, რამაც ხმაურიანი განხილვა კიდევ უფრო გაამწვავა.
სასამართლოზე საუბრის დროს სადავო პროექტის ავტორებმა დღეს არაერთხელ ახსენეს სიტყვა კლანი და კონკრეტული მოსამართლეების გვარები, რომელთა ლობისტობაში ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძე ამხილა.
არანაკლებ მწვავე აღმოჩნდა საპასუხო განცხადებები.