ეკა ბესელიას და მისი რვა თანამოაზრის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დაჩქარებული წესით განიხილება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პირველი სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. თუ პროექტი მხარდაჭერას მოიპოვებს, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი 2025 წლამდე შეჩერდება. თუმცა მანამდე საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა უნდა დარწმუნდეს, რომ პროექტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.
სწორედ უზენაეს კანონთან საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისობაა უთანხმოების თემა. საპარლამენტო უმრავლესობის ცხრა დეპუტატის ავტორობით მომზადებული პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის დაწყებას წინ ბიუროს ხმაურიანი სხდომა უძღოდა.