„ცხოვრება მშვენიერია“ - სპექტაკლის პრემიერა

„ცხოვრება მშვენიერია“ – ინტეგრირებული თეატრის კიდევ ერთი პროექტი. „აზდაკის ბაღი“, სადაც სხვადასხვა შეზღუდვის მქონე მოყვარული და პროფესიონალი მსახიობები მუშაობენ, ახალ სპექტაკლზე მუშაობენ. დადგმა რობერტო ბენინის 70 წლის იუბილეს ეძღვნება.

ინტეგრირებული თეატრის, „აზდაკის ბაღის“ მიზანია საქართველოში არსებული წამყვანი შემოქმედებითი ორგანიზაციები ხელოვნებაში ინკლუზიურობის მხარდასაჭერად გააერთიანოს. სპექტაკლის პრემიერა თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრში გაიმართება.