თბილისის მერიის საჩუქარი საცხენოსნო სპორტის ეროვნულ ფედერაციას.
ქართველ მხედრებს ახალი ინვენტარი გადაეცათ. დღესვე 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ეტაპის პირველი საშეჯიბრო შეხვედრა ჩატარდა. ტურნირი სამი დღე გაგრძელდება. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი კავკასიისა და კასპიის აუზის ქვეყნებისთვის იმართება. მასში მონაწილეობას 15 მხედარი იღებს.