ცხენოსნობის გრან-პრი თბილისში

ცხენოსნობის გრან-პრი თბილისში. ლისის ტბის იპოდრომი 2019 წლის მსოფლიო თასის გათამაშების შესარჩევ ეტაპს მასპინძლობდა. მასში კავკასიისა და კასპიის აუზის ქვეყნების 25 მხედარი მონაწილეობდა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან.

დღეს გათამაშდა გრან-პრი დაბრკოლებათა გადალახვაში, რომლის გამარჯვებულიც შალვა გაჩეჩილაძე გახდა, მეორე ადგილზეც ქართველი მხედარი, თორნიკე პაპიაშვილი გავიდა.

შეჯიბრების მხარდამჭერები თბილისის მერია და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროა.