რეკორდულად მაღალი ტემპერატურა საქართველოში.
ივნისთან და ივლისთან შედარებით აგვისტო ბევრად ცხელი აღმოჩნდა. მიზეზად კლიმატური ცვლილებები და მაღალი ტემპერატურის თანმდევი სითბური ტალღები სახელდება. წინა წლებთან შედარებით, წლევანდელი ზაფხულის საშუალო ტემპერატურა ნორმას აჭარბებს. მეტეოროლოგების პროგნოზით, სიცხე მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, რის გამოც დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს აფრთხილებს და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.