ევროპელ პარტნიორებთან ერთად განხორციელებული პროექტისთვის – ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია არხოტში – საქართველოს ეროვნულმა ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის ევროპის უმაღლესი ჯილდოს, „ევროპა ნოსტრას“ მეორე აღიარება მოიპოვა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ევროპა ნოსტრას“ უმაღლესი ჯილდო ქართულმა პროექტმა მოიპოვა. ევროპული მემკვიდრეობის პრიზის გამარჯვებულები რუმინეთის დედაქალაქში ბუქარესტში გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ. უმაღლესი პრიზის მიღებამდე, პროექტმა გაიმარჯვა კატეგორიაში „მოქალაქეთა ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება“.
ხევსურეთში, საქართველო-რუსეთის საზღვართან არხოტის თემის სოფელ ახიელში მდებარე XVI-XVII საუკუნის ცისკარაულების კოშკი რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზიანდა. საქართველოს ეროვნული ფონდის პროექტის ფარგლებში რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებულ ცისკარაულების კოშკს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.