ცესკო-სთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ რომლის წარმომადგენლები გმობენ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტს და პოლიტიკოსების მხრიდან მედიაზე განხორციელებულ თავდასხმას. მარიამ ჯაში მიესალმება მზაობას დიალოგის გზით დისკუსიის გაგრძელების საკითხზე. „სოლიდარობის ალიანსი“ 31 ოქტომბრის არჩევნებს „არალეგიტიმურს“ უწოდებს და მოითხოვს განმეორებით არჩევნების ჩატარებას და ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომას.