„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ განცხადება

პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ ქვეყანაში ეპიდ-სიტუაციის გაუარესებას ეხმაურება და ხელისუფლებას კითხვით მიმართავს. პარტიის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად თავაძე მოითხოვს მთავრობამ დაასახელოს ინფიცირების დღიური შემთხვევების ზედა ზღვარი, რომლის მიხედვითაც დაწესდება რეგულაციები. მისივე თქმით დღეში 30 ადამიანის ინფიცირების შემთხვევაში, ქვეყანაში დაწესდა მკაცრი შეზღუდვები, ახლა კი, ხელისუფლება დუმს. პარტიას ასევე აქვს კითხვა კოვიდ-ინფიცირებულების ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით.