დედაქალაქის მერმა და ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზემო ჩუღურეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს ცაიშის ქუჩაზე, რომელიც რამდენიმე ათწლეულია არ შეკეთებულა. მოეწყო ბორდიური და მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა.
თბილისის მერმა ის ტერიტორიაც დაათვალიერა, სადაც ადრე ნაგავსაყრელი იყო და სკვერის მოწყობა იგეგმება. სკვერი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყობა. დამონტაჟდება საბავშო ატრაქციონები, მოსასვენებელი სკამები, მოეწყობა ბილიკები, დამონტაჟდება განათება და სრულად გამწვანდება ტერიტორია.
წელს ჩუღურეთის რაიონში დაგეგმილია ექვსი ახალი სკვერის მოწყობა, ასევე 100-მდე ქუჩისა და თბილისური ტიპის ეზოს მოწესრიგება.