ჩუღურეთის რაიონმა ტრადიციულ მარათონს უმასპინძლა

ჩუღურეთის რაიონმა ტრადიციულ მარათონს უმასპინძლა. შეჯიბრმა სტარტი აღმაშენებლის გამზირის N82-დან აიღო და განახლებულ აღმაშენებელზე დასრულდა.

ღონისძიებაში ჩუღურეთის რაიონის 14 სკოლის 140 მოსწავლე მონაწილებდა. პროცესში ჩართულები იყვნენ რაიონის გამგებელი, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები და მოქალაქეები.

მარათონის დაწყებამდე გარბენში შეჯიბრიც ჩატარდა. ღონისძიება განახლებულ აღმაშენებელზე მოწყობილ სცენაზე გამარჯვებულთა დაჯილდოებითა და ფლეშმობით დასრულდა.