ჭუბერში მდინარე ნენსკრას კალაპოტში მოსაქცევად სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც პირველ არხს ჭუბერის თემის რწმუნებულმა ნინო ვიბლიანმა განუცხადა, ღამით ექსპლუატაციაში შევიდა პანელური ხიდი, რომლის მეშვეობითაც სამშენებლო ტექნიკის მარცხენა სანაპიროზე გადაყვანა მოხერხდა.
ჭუბერში პრობლემები რამდენიმე დღის წინ, მდინარე ნენსკრას ადიდების გამო შეიქმნა.
რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა, დაიტბორა გზები, ადიდებულმა მდინარემ საცხოვრებელი სახლები და ხიდები წაიღო.
ჭუბერში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწევს კოორდინაციას.