ფხენიანი შეთანხმებას არღვევს

ჩრდილოეთ კორეამ ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული ბირთვული განიარაღების წინადადება უარყო. ინფორმაციას ტელეკომპანია CNN- ანონიმურ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალურმა ფხენიანმა ასევე უარი თქვა პროცესის დაწყების ზუსტი გრაფიკის შემუშავებაზეც. ბირთვულ განიარაღებამდე ჩრდილოეთ კორეა სანქციების მოხსნას და სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.

12 ივნისს სინგაპურში, შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შორის ისტორიაში პირველი შეხვედრა შედგა. ხელმოწერილ დოკუმენტში ჩრდილოეთ კორეა ბირთვული განიარაღების, ამერიკა კი ფხენიანისთვის უსაფრთხოების გარანტიის შექმნის ვალდებულებას დათანხმდა.