ჩრდილოეთ კორეა მოლაპარაკებების გამართვის შესახებ სამხრეთ კორეის წინადადებას დათანხმდა - შეხვედრა ცხრა იანვარს გაიმართება
ჩრდილოეთ კორეა მოლაპარაკებების გამართვის შესახებ სამხრეთ კორეის წინადადებას დათანხმდა. უმაღლეს დონეზე შეხვედრა დემილიტარიზებული ზონის სამხრეთ ნაწილში 9 იანვარს გაიმართება. მთავარი საკითხი ორმხრივი ურთიერთობები და ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ფხენიანის წარმომადგენლების მომზადების საკითხში თანამშრომლობა იქნება.
ორი დღის წინ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განკარგულებით, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სეულთან ე.წ. ცხელი ხაზის კავშირი აღდგა. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების გამართვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის ლიდერებმა გადაწყვიტეს, აღარ განახორციელონ მომდევნო თვეს დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნები.