ალექსანდრე მეტრეველის სახელობის კორტებზე თბილისის ღია პირველობა კასპერ ზუკის გამარჯვებით დასრულდა.
პოლონელმა ჩოგბურთელმა ფინალში საქართველოს მეორე ნომერი, სანდრო მეტრეველი ანგარიშით 6:2, 6:3 დაამარცხა. თბილისის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარია და ის ყოველწლიურად ქართველ და უცხოელ ჩოგბურთელებს მასპინძლობს.