დღეიდან მძღოლებს ჭკვიანი კამერები გიყურებთ.
თბილისში ნომრის ამომცნობი 200 ვიდეო-კამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა. საქართველოს მასშტაბით კი დამატებით 1 000-მდე ჭკვიანი კამერის და სიჩქარის გამზომი 100-მდე რადარის დამონტაჟება იგეგმება.
ჭკვიანი კამერების მიერ მყისიერად დაფისირებული დარღვევები ქულების რაოდენობაზეც აისახება.