ჭკვიანი კამერები

დედაქალაქში ავტომობილის ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა.

პროექტის ფარგლებში ასევე დამონტაჟდა სიჩქარის მზომი სექციური რადარები, რომელიც მანქანის მიერ მონაკვეთებს შორის მანძილის დაფარვის სიჩქარეს გაზომავს. ჭკვიანი კამერების პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში განახორცილა.

ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარის მზომი 6 წერტილოვანი რადარი ამოქმედდა აჭარის რეგიონშიც.

წლის ბოლომდე რეგიონული მასშტაბით, გადატვირთულ საავტომობილო გზებზე დამატებით 1000-მდე ჭკვიანი ვიდეოკამერის ამოქმედება იგეგმება.