ჩინური ინვესტიცია ქართულ საწარმოში

ქართული ჩანთების მწარმოებელი კომპანიის საერთაშორისო აღიარება.

გეფერინის პროდუქტებით ჩინური მხარე ინტერესდება. ქართული პროდუქცია შანხაის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. კომპანიამ საკუთარი ბიზნესი პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით გააფართოვა. საქართველოში დამზადებული ჩანთები რამდენიმე ქვეყანაში უკვე გადის. შანხაის გამოფენის შემდეგ კი ქართული კომპანიის ნაწარმი ჩინეთის უმსხვილეს ონლაინ-პლატფორმაზეც გაიყიდება, რომელსაც მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან უამრავი მომხმარებელი ჰყავს.