დღეს ჩინეთში ახალი წლის დადგომას აღნიშნავენ. პეკინში, ლამას ცნობილ ტაძართან ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ახლობლებისთვის ლოცულობენ. ჩინეთში ახალი წლის აღნიშვნა 15 დღეს გრძელდება. ამ დღეს ჩინეთის მოქალაქეები სახლებში, ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნავენ, სწორედ ამის გამო, აღნიშნულ პერიოდში მილიონობით ჩინელი მშობლიურ ქალაქებსა თუ სოფლებში დაბრუნებას ცდილობს. სპეციალისტები შიშობენ, რომ მოქალაქეთა ასეთი დიდი რაოდენობით გადაადგილებამ, შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის ახალი ტალღა გამოიწვიოს.