საქართველოში მცხოვრებმა ჩინელებმა ჩინური ახალი წელი აღნიშნეს

საქართველოში მცხოვრებმა ჩინელებმა ჩინური ახალი წელი აღნიშნეს. ღონისძიება სასტუმრო ჰუალინგში გაიმართა. საზეიმო ცერემონია დრაკონისა და ლომის ცეკვით გაიხნა. ღონისძიებას ჩინელი ბიზნესმენები და დიპლომატები დაესწრნენ. დღის ბოლოს სტუმრებისთვის საახალწლო ვახშამი გაიმართება. ტრადიციულად, ახალ წელს ისინი 16 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით აღნიშნავენ, თუმცა, საქართველოში მცხოვრები ჩინელები რამდენიმე წელია ახალ წელს 21 იანვარს ზეიმობენ.