ჩინეთის სამშვიდობო როლი რუსეთ-უკრაინის ომში

უკრაინა ღიაა რუსეთთან მოლაპარაკებისთვის – ასეთია უკრაინის პირველი დიპლომატის მთავარი გზავნილი ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

დმიტრო კულება პირველი უკრაინელი მაღალჩინოსანია, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ჩინეთში ჩავიდა. თავის მხრივ ოფიციალურმა პეკინმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ხაზგასმით დააფიქსირა, რომ ცეცხლის შესაწყვეტად და მშვიდობის მისაღწევად კონსტრუქციულ როლს შეასრულებს. მოლაპარაკების საგანი იყო ჩინეთის და ბრაზილიის მიერ შემუშავებული სამშვიდობო შეთანხმებაც. ოფიციალურ პეკინს რუსეთ-უკრაინის ომზე ნეიტრალური პოზიცია აქვს დაკავებული. დასავლელი ლიდერების ნაწილი თანხმდება, რომ ჩინეთს საომარი მოქმედებების დასასრულებლად და მშვიდობის დასამყარებლად სერიოზული ბერკეტები აქვს.