კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა ჩინეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადება „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ საქმიანობასთან დაკავშირებით.
დოკუმენტის მიხედვით „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აფინანსებს, დიდი ხანია დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და იდეოლოგიური ინფილტრაციით. სწორედ აღნიშნულმა ფონდმა წაახალისა საპროტესტო აქციები საქართველოში უცხოური აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ.