დემოკრატიის ეროვნული ფონდი მოქმედებს, როგორც აშშ-ის ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები”, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშში ვკითხულობთ.
დოკუმენტის თანახმად, ფონდი დიდი ხანია დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, უთანხმოებისა და კონფრონტაციის გაღვივებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და იდეოლოგიური ინფილტრაციით. და ამას აკეთებს დემოკრატიის განვითარების ეგიდით. მის მიერ ჩადენილმა უამრავმა ბოროტებამ მოიტანა დიდი ზიანი და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მწვავე შეფასება დაიმსახურა. უაღრესად მნიშვნელოვანია NED-ის საქმიანობის გამოაშკარავება და ყველა ქვეყნის გაფრთხილება, რათა დაინახონ მისი ნამდვილი სახე, დაიცვან თავი დივერსიისა და საბოტაჟისგან, გაუწიონ წინააღმდეგობა, დაიცვან თავიანთი ეროვნული სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ინტერესები, მხარი დაუჭირონ მშვიდობასა და განვითარებას მთელ მსოფლიოში, ასევე, საერთაშორისო სამართალსა და სამართლიანობას, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების ანგარიშში.