ჩინეთის პრეზიდენტი მესამე ვადით არჩევის შემდეგ, რუსეთში პირველად ჩავიდა.
პრეზიდენტების განცხადებების მიხედვით, ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ადის. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მოსკოვში გამართულ შეხვედრებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ჩინეთის პრეზიდენტმა პუტინისგან შეთავაზება მიიღო, რომ საერთაშორისო სანქციების შედეგად რუსეთიდან გასული დასავლური კომპანიები ჩინურმა ჩაანაცვლოს. საინტერესოა კიდევ ერთი მიმართულება. ჩინეთი, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არ დაუგმია, ორივე მხარეს ახლა საომარი მოქმედებების დასასრულებლად 12-პუნქტიან გეგმას სთავაზობს. ეს საკითხი მოსკოვში კიდევ ერთხელ განიხილეს.