როგორ სრულდება შეთანხმება, რომელსაც ჭიათურელმა მაღაროელებმა მენეჯმენტთან 11-დღიანი გაფიცვის შემდეგ მიაღწიეს. მთავრობის წევრებით და „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლობით დაკომპლექტებული საკოორდინაციო საბჭო დოკუმენტში გაწერილი ვალდებულებების მონიტორინგს იწყებს.
შეთანხმების მიხედვით, მაღაროებში მომუშავეთა ხელფასი წლის განმავლობაში ეტაპობრივად 35%-ით უნდა გაიზარდოს, ასევე, უნდა გაუმჯობესდეს დასაქმებულთა კვება და სამედიცინო-სადაზღვევო მომსახურება.
ადმინისტრაციის მიერ დასაქმებულებისთვის შეთავაზებული პირობების შესრულება ნაწილობრივ უკვე დაწყებულია. მაღაროელების ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით საკოორდინაციო საბჭოს წევრები უახლოეს დღეებში ჭიათურაში ჩასვლასაც გეგმავენ.