საპროტესტო აქცია გაიმართა ჭიათურაში.
სოფლების – ითხვისის, საფარისა და ავარიონის მოსახლეობა 6 კილომეტრიანი გზის საფარის დაგებას ითხოვს. ისინი გზაზე კომპანია ჯორჯიან მანგანეზის მაღალი გამავლობის მანქანებს არ ატარებენ.
აქციის მონაწილეებს დღეს ჭიათურის მერი შეხვდა.