პროტესტის მეშვიდე დღე ჭიათურაში

გაფიცვის მე-7 დღე ჭიათურაში. ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში სამუშაო პროცესი კვლავ პარალიზებულია.

შეკრებილები მოთხოვნების შეუსრულებლობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ისინი არ ეთანხმებიან შეთავაზებას, რომლის მიხედვით ხელფასები ჯერ 10, შემდეგ კი 15%-ით გაიზრდება. მაღაროელები ხელფასის 30%-ით მომატებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიცვა გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

პროტესტის ნიშნად 15-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. ერთ-ერთმა მაღაროელმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა.