ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრად გაუარესების გამო, სამთო-მოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გაიზარდა, ამ მიზეზით ჭიათურაში ოთხი მაღარო დროებით იხურება. აღნიშნულთან დაკავშირებით „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოს დაცვის დირექტორმა ისაუბრა. ადგილზე სიტუაციისა და რისკების შესაფასებლად გეოლოგიური ჯგუფი უკვე მუშაობს. სწორედ მათი დასკვნის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება მაღაროებში მუშაობის დაწყების შესახებ.